My Store
საჯიბე კომპლექტი
საჯიბე კომპლექტი
პიკაპის ხელმისაწვდომობის ჩატვირთვა ვერ მოხერხდა
მანუსკრიპტის საჯიბე კომპლექტი მოიცავს:
- ქართული ტრადიციული მეთოდით, ცვილით დამუშავებულ ტყავის ყდას;
- წიგნის კინძვის ტრადიციული მეთოდით შეკერილ წიგნაკს;
- სტეპლერზე აკინძულ რვეულს;
- მრავალფუნქციურ ყუთს, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ შიგთავსების დასაარქივებლად;
- წიგნაკის ყუაზე დასაკრავ ტექსტილის სტიკერს.
საქონლის ტყავი ინდივიდუალურად მუშავდება, და შესაბამისად თითოეული ნაჭერი იძენს განსხვავებულ ელფერს და ტექსტურას. ყდა დროთა განმავლობაში ბუნებრივად მუქდება და იძენს კიდევ უფრო დახვეწილ იერს.
წიგნაკებსა და რვეულებში გამოყენებულია ლეგენდარული Tomor River-ის 52 გრამიანი თეთრი ფურცელი, რომელიც ყველა ტიპის კალმით წერისთვისაა შექმნილი.
შიგთავსების ყდისა და ყუთისათვის გამოყენებულია გერმანული Klug-ის სარესტავრაციო მასალები, რომელიც უზრუნველყოფს თქვენი წიგნაკებისა და რვეულების დაცვას.
შესაძლებელია შიგთავსების დიზაინის შერჩევა როგორც წიგნაკის, ასევე რვეულისთვის - სუფთა, ხაზიანი ან წერტილებიანი.
ტექნიკური მახასიათებლები
ზომა: 10x14,5 სმ.
შიგთავსების ზომა: 9,5x14 სმ
ფურცლების რაოდენობა წიგნაკში: 98 (196 გვერდი)
ფურცლების რაოდენობა რვეულში: 40 (80 გვერდი)
გამოყენებული ქაღალდი: Tomoe River (Sienzen) 52 gsm white
თავსებადი კალმები: ჭავლური, ბურთულიანი, ბურთულიანი გელის, კალიგრაფიის, ზოგი ტიპის მარკერი.
ყდა: 330 gsm მჟავაგაცლილი ქაღალდი.
სამაგრები: რეზინი.
Share
