მომსახურების პირობები

წესები და პირობები

 

დოკუმენტის განახლების თარიღი: 2025 წლის 14 აპრილი.

დასახელება: შპს „ამბავი მანუსკრიპტს“

საიდენტიფიკაციო კოდი: 402 304 332

იურიდიული მისამართი: 0159, საქართველო, ქ. თბილისი, ნოდარ ბოხუას ქუჩა #5, ბლოკი „ბ“ სადარბაზო 1, სართული 3, ბინა #39.

საკონტაქტო ტელეფონი: +995 598 26 06 86

ელექტრონული ფოსტა: info@manuscripti.io

შესავალი 

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს ხელშეკრულებას კომპანია „მანუსკრიპტსა“ და მომხმარებელს შორის. დოკუმენტი არეგულირებს ურთიერთობას მხარეებს შორის. 

  • „მანუსკრიპტი“ არის საწერი საშუალებების მწარმოებელი კომპანია, რომლის პროდუქტს წარმოადგენს ბლოკნოტები და სხვა აქსესუარები რაც ხელით წერისთვისაა შექმნილი;

  • წესებსა და პირობებზე დათანხმებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ თანახმაა მიიღოს შეთავაზებული პროდუქტი ან მომსახურება წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული წესებისა და პირობების შესაბამისად. 

ხელშეკრულების დადების ეტაპები

  • ვებგვერდზე პროდუქციის შესაძენად აუცილებელია პროფილის შექმნა. პროფილის გასახსნელად მომხმარებელი უნდა მიჰყვეს ვებგვერდზე განთავსებულ ინსტრუქციას და გაიაროს რეგისტრაცია;

  • ვებგვერდზე პროდუქტის შეძენისთვის მომხმარებელმა ყურადღებით და ზუსტად უნდა მონიშნოს სასურველი პროდუქტის დეტალები და დაამატოს პროდუქტი კალათაში;

  • პროდუქტის შეძენამდე მომხმარებელი ვალდებულია დეტალურად გაეცნოს ნივთის აღწერილობას, რათა დარწმუნდეს, რომ იგი აკმაყოფილებს მისთვის სასურველ კრიტერიუმებს, მაგალითად: ზომა, გვერდების რაოდენობა, ფურცლის ტიპი ან ფერი და ა.შ.

  • შეძენამდე მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს დააიდენტიფიციროს ყიდვის დროს დაშვებული შეცდომა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და გამოასწოროს იგი;

  • ვებგვერდზე პროდუქტის შეძენა მომხმარებელს შეუძლია მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით;

  • პროდუქტის შეძენისთანავე, მომხმარებელს გაეგზავნება ინფორმაცია მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე. წერილში მითითებული იქნება შეკვეთის უნიკალური კოდი და პროდუქტის აღწერილობა.

კომპანიის ვალდებულებები

კომპანია ვალდებულია:

  • მომხმარებელს სრულად და დროულად მიაწოდოს ვებგვერდზე შეკვეთილი პროდუქტი კომპანიის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვიდან არაუმეტეს 7 დღისა;

  • პროდუქტი უნდა იყოს შემოწმებული და გავლილი უნდა ქონდეს ხარისხის კონტროლი;

  • პროდუქტი ზუსტად უნდა აკმაყოფილებდეს ყველა იმ ტექნიკურ მონაცემს, რაც მომხმარებელმა ვებგვერდზე შეკვეთის დროს მიუთითა.

მომხმარებლის ვალდებულებები

მომხმარებელი ვალდებულია:

  • სრულად და ზუსტად შეავსოს საკუთარი მონაცემები, რათა ისარგებლოს ვებგვერდის მომსახურებით;

  • დაიცვას პირადი ანგარიშის უსაფრთხოება, არ გაუმჟღავნოს პერსონალური მონაცემები მესამე პირს, რათა დაცული იყოს კონფიდენციალურობა;

  • არ განახორციელოს ისეთი ქმედებები, რომელიც ითვალისწინებს სხვა მომხმარებლის პირადი ან კონფიდენციალური ინფორმაციის, ანგარიშის უსაფრთხოების კოდების გაგებას და სხვა მომხმარებლის პირადი გვერდის მართვას;

  • არ განახორციელოს ქმედება, რომელიც საფრთხეს უქმნის ვებ გვერდის ან მომსახურების გამართულ ფუნქციონირებას;

  • არ განახორციელოს ქმედება, რომელიც აკრძალულია კანონმდებლობით ან ამ ხელშეკრულების პირობებით;

  • დაიცვას საავტორო უფლებები, არ განახორციელოს ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის კოპირება და გავრცელება ნებისმიერი სახით და მიზნებისათვის.

კომპანიის უფლებები

კომპანია უფლებამოსილია:

  • გააუქმოს/წაშალოს პროფილი წინასწარი გაფრთხილების გარეშე, თუ მომხმარებელი უხეშად ან/და განგრძობითად არღვევს წინამდებარე დოკუმენტით გათვალისწინებულ პირობებს ან საქართველოს კანონმდებლობას. 

მომხმარებლის უფლებები

მომხმარებელი უფლებამოსილია:

  • მოითხოვოს შეკვეთის გაუქმება და თანხის დაბრუნება, თუ კომპანიამ არ მიუტანა ნივთი ხელშეკრულებით გაწერილ ვადებში, ან მიუტანა შეცდომით, ან არასრული რაოდენობით.

უსაფრთხოება და პასუხისმგებლობები

  • პროფილის შექმნის დროს მითითებული მონაცემების სიზუსტეზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს. კომპანია უფლებას იტოვებს დამატებით მოთხოვოს მომხმარებელს მითითებული მონაცემების დაზუსტება. მომხმარებლის მონაცემები დამუშავდება კომპანიის კონფიდენციალურობის პოლიტიკისა და კანონმდებლობის შესაბამისად.

  • პროფილის დეტალების უსაფრთხო შენახვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს. იმ შემთხვევაში თუ მას აქვს ეჭვი, რომ მესამე პირს აქვს მისი პროფილის დეტალები, ვალდებულია დაუყონებლივ შეცვალოს პაროლი, ან დაუკავშირდეს ადმინისტრაციას.

  • პროდუქტის დაუკვირვებლად და არაზუსტად მონიშნულ დეტალებზე კომპანია პასუხისმგებლობას არ აგებს. 

  • პროდუქტი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად მიიჩნევა, თუ იგი შეესაბამება კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებულ აღწერას.

შეკვეთის დაბრუნების უფლება და ვადები:

  • მომხმარებელს უფლება აქვს ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე შენაძენზე უარი განაცხადოს და პროდუქტი დააბრუნოს მიღებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში. 

  • ამ უფლების გამოყენების შემთხვევაში პროდუქტი არ უნდა იყოს გახსნილი, ყუთის მთლიანობა არ უნდა იყოს დარღვეული, პროდუქტი უნდა დაბრუნდეს მისი ეტიკეტითა და შეფუთვით.

  • შენაძენზე უარის თქმის შემთხვევაში მომხმარებელი გადაიხდის გაწეული ტრანსპორტირების ხარჯებს.

  • მომხმარებელს არ აქვს პროდუქტის დაბრუნების უფლება, თუ ნივთი სპეციალურად მისთვისაა დამზადებული, მაგალითად აქვს გრავირება ან ბრენდირება.

წუნის აღმოჩენის შემთხვევა:

  • წუნდებული პროდუქტი გულისხმობს ნივთის ვიზუალურ ან საექსპლუატაციო ხარვეზს, რომელიც პროდუქტს მიღებისთანავე გააჩნდა. მაგალითად, არასათანადოთ შეკერილი ბლოკნოტი, არასაკმარისად დაწებებული ყდა, ან დაზიანებული ფურცლები. 

  • წუნდებულად არ ჩაითვლება ნატურალური ტყავის ყდის განსხვავებული ფერი, ტექსტურა, ან სხვა ბუნებრივი კვალი, რადგან საქონლის ტყავი ინდივიდუალურად მუშავდება, და შესაბამისად თითოეული ნაჭერი იძენს განსხვავებულ ელფერს და ტექსტურას.

  • წუნის აღმოჩენის შემთხვევაში, მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს ნივთის შეცვლა იდენტური პროდუქტით, ან თანხის დაბრუნება წუნდებული ნივთის დაბრუნების სანაცვლოდ.

  • პროდუქტის გამოცვლას სრულად უზრუნველყოფს კომპანია 14 კალენდარული დღის განმავლობაში.

გარანტია:

  • საგარანტიო ვადა შეადგენს 12 თვეს.

  • გარანტია ვრცელდება საქართველოს მასშტაბით.

  • საგარანტიო ხარვეზი გულისხმობს ნორმალური მოხმარების მიუხედავად (ბუნებრივი ცვეთის გათვალისწინებით) საგარანტიო ვადაში გამოვლენილ ხარ­ვეზს. მაგალითად „წიგნაკის“ ან „რვეულის“ დაშლა ნაწილებად.

  • გარანტია არ ვრცელდება პროდუქტის ფიზიკური დაზიანების, და/ან მისი არასწორი მოხმარების შემთხვევაში.

  • საგარანტიო ვადაში გამოვლენილი ხარვეზის შემთხვევაში კომპანია უზრუნველყოფს ნივთის გამოცვლას 14 კალენდარული დღის განმავლობაში. 

  • საგარანტიო ვადაში გამოვლენილი ხარვეზის შემთხვევაში მომხმარებელს უფლება აქვს უარი განაცხადოს შენაძენზე და მოითხოვოთ თანხის დაბრუნება პროდუქტის დაბრუნების სანაცვლოდ.

  • მომხმარებელს უფლება არ აქვს უარი თქვას შენაძენზე, თუ პროდუქტის ნაკ­ლი უმნიშვნელოა.

თანხის დაბრუნების წესები:

  • პროდუქტის ან თანხის დაბრუნება მომხმარებელმა უნდა მოითხოვოს ელექტრონული ფოსტის საშუალებით, მისამართზე info@manuscripti.io.

  • მომხმარებელს თანხა დაუბრუნდება მოთხოვნიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, გადახდის იგივე მეთოდით, რითიც შესრულდა გადახდა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი გადახდის სხვა საშუალების გამოყენებაზე თანხმობას განაცხადებს.

  • თანხის დაბრუნების მოთხოვნისას მომხმარებელმა უნდა წარმოადგინოს პროდუქტის უნიკალური კოდი, შეკვეთის ნომერი, თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, სალაროს საკონტროლო აპარატის ჩეკი და/ან სასაქონლო ზედნადები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

ინტელექტუალური საკუთრების უფლება

  • მომხმარებელი აღიარებს, რომ ინტელექტუალური საკუთრების უფლებას ვებგვერდზე არსებულ პროდუქტზე, ვიზუალზე თუ სხვა ნებისმიერ ნიუანსზე, სრულად და გამონაკლისების გარეშე ფლობს კომპანია. მომხმარებელი უფლებამოსილია მხოლოდ გამოიყენოს ვებგვერდი და მასზე შეძენილი პროდუქტი წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად.

  • მომხმარებელმა არ უნდა განახორციელოს ისეთი ქმედება, რაც ხელყოფს კომპანიის ან ნებისმიერი მესამე მხარის მფლობელობაში არსებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს. კომპანიის ვიზუალის ნებისმიერი რეპროდუქცია, განცხადება, გავრცელება ან ხელახლა გავრცელება, სრულად ან ნაწილობრივ, ნებისმიერი საშუალებით (მათ შორის, ქეშირება, შექმნა), გაყიდვა, გადაყიდვა, განმეორებითი გადაცემა ან მესამე მხარეებისთვის არ არის დაშვებული.

დავა/კანონმდებლობა

  • კომპანიასა და მომხმარებელს შორის ურთიერთობა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

  • პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში მომხმარებელი უფლებამოსილია მიმართოს კომპანიის ადმინიასტრაციას წერილობით შემდეგ მისამართზე info@menuscripti.io ან 0159, საქართველო, ქ. თბილისი, ნოდარ ბოხუას ქუჩა #5, ბლოკი „ბ“, სადარბაზო 1, სართული 3, ბინა #39. პრეტენზიის მიღებიდან არაუმეტეს 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის ვადაში კომპანიის ადმინისტრაცია განიხილავს მას და მომხმარებელს დაუბრუნდება უკუკავშირით.

  • ნებისმიერი დავა გადაწყდება მოლაპარაკების გზით. იმ შემთხვევაში თუ მოლაპარაკება იქნება წარუმატებელი, მომხმარებელი უფლებამოსილია მიმართოს სსიპ - საქართველოს კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (დავის შინაარსის გათვალისწინებით) ან პირდაპირ სასამართლოს.

 ცვლილებები/დამატებები

  • წინამდებარე დოკუმენტი შესაძლოა შეიცვალოს ცალმხრივად, კომპანიის ინიციატივით ნებისმიერ დროს.

  • დოკუმენტის დასაწყისში მოცემულია განახლების თარიღი. მომხმარებლისთვის ძალაშია დოკუმენტის ის ვერსია, რომელი განახლების თარიღითაც აქვს შეძენილი პროდუქტი.