კონფიდენციალურობის პოლიტიკა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა
განახლების თარიღი: 2025 წლის 14 აპრილი.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის დოკუმენტი აღწერს კომპანია „მანუსკრიპტის“ - manuscripti.io (შემდგომში - ვებგვერდი) მიერ მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი მომხმარებლების პერსონალური მონაცემები იყოს დაცული მაღალი ხარისხით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
აღნიშნული დოკუმენტით გვსურს გაგიზიაროთ რა პრინციპების შესაბამისად, რა საფუძვლებითა და მიზნებით მოვიპოვებთ და ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს. ასევე რა სამართლებრივი და ტექნიკური საშუალებებით ვიცავთ მათ. წინამდებარე დოკუმენტით შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია თქვენი უფლებებისა და მათი დაცვის საშუალებების შესახებ.
ჩვენს პლატფორმაზე რეგისტრაციით თქვენ გამოხატავთ თანხმობას, რომ პერსონალური მონაცემები დამუშავდეს წინამდებარე პოლიტიკის შესაბამისად.
თანხმობა
manuscripti.io-ს ვებგვერდით სარგებლობა მიიჩნევა მომხმარებლის მიერ კონფიდენციალურობის პოლიტიკის თაობაზე თანხმობად. შესაბამისად, მომხმარებელი manuscripti.io-ს ანიჭებს უფლებას დაამუშაოს, შეინახოს და გამოიყენოს მომხმარებლის მიერ მიწოდებული პერსონალური ხასიათის ინფორმაცია.
აღნიშნული ინფორმაცია manuscripti.io-ს მიერ გამოყენებული იქნება მომსახურების გაწევის მიზნებიდან გამომდინარე მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით. წინააღმდეგ შემთხვევაში manuscripti.io მოკლებულია შესაძლებლობას მომხმარებელს გაუწიოს რაიმე სახის მომსახურება და შევიდეს სახელშეკრულებო ურთიერთობაში.
ვისთვის არის გამიზნული ეს დოკუმენტი?
დოკუმენტი გამიზნულია:
-
კომპანიის პროდუქტის მომხმარებლისთვის (მათ შორის: რეგისტრირებული, პოტენციური, არსებული ან/და ყოფილი მომხმარებლისთვის);
-
მომხმარებლის კანონიერი წარმომადგენლების ან საკონტაქტო პირებისთვის;
-
ნებისმიერი პირისთვის, ვინც გამოხატავს ინტერესს ჩვენს პროდუქტებსა და მომსახურებაზე.
მონაცემების დამუშავების მიზნები
ჩვენ ვამუშავებთ თქვენს მონაცემებს მხოლოდ კანონიერი მიზნებისთვის და მათი შესაბამისი მოცულობით. ჩვენს მიერ მონაცემების დამუშავება შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა მიზნით, მათ შორის:
-
მომსახურების გასაწევად;
-
მომსახურების შეთავაზებისა და გაუმჯობესებისათვის;
-
თქვენ მიერ ჩვენი პროდუქტებით სარგებლობის პროცესის მონიტორინგისთვის;
-
საიტზე აქტივობასთან დაკავშირებული სტატუსის შეტყობინებების გამოსაგზავნად, როგორიცაა მაგ. შესყიდვის წარმატებულად განხორციელება.
-
კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და წესით მარეგულირებლის ან სხვა საზედამხედველო ორგანოსათვის და აუდიტორული კომპანიებისთვის მონაცემების ხელმისაწვდომობისთვის;
-
სხვადასხვა ანგარიშების, კვლევების ან/და რეპორტების მოსამზადებლად, სტატისტიკური ან/და ანალიტიკური მიზნებისთვის;
-
ახალი პროდუქტების, სისტემებისა და მომსახურებების შესამოწმებლად;
-
ჩვენი ბრენდის, პროდუქტების და მომსახურების განვითარებისთვის/გაუმჯობესებისთვის;
-
მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
-
ჩვენი კანონისმიერი ვალდებულებების შესასრულებლად;
-
ჩვენი სისტემების არასათანადო გამოყენებისა და დანაშაულის პრევენციისთვის;
-
დანაშაულის გამოვლენისა და გამოძიებისთვის, ანგარიშების შესადგენად;
-
შესაბამისი კორესპონდენციის/შეტყობინების გაგზავნის/ჩაბარების მიზნით;
-
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ორმხრივად, სრულად და ჯეროვნად შესრულების მონიტორინგის მიზნით;
-
მარკეტინგული მიზნით, რაც გულისხმობს თქვენი თანხმობით სხვადასხვა პროდუქტის/მომსახურების პერიოდულ შეთავაზებას, მარკეტინგული აქტივობების შემუშავებას/დაგეგმვას;
-
თქვენგან უკუკავშირის მიღებისა და პრეტენზიებზე რეაგირებისთვის;
-
ჩვენი ლეგიტიმური ინტერესის ან/და სამართლებრივი უფლებების დასაცავად.
მომხმარებლის უფლებამოსილება
მომხმარებელს უფლება აქვს manuscripti.io-ს მოსთხოვოს მონაცემთა დამუშავების შესახებ შემდეგი ინფორმაცია:
-
მომხმარებლის შესახებ რომელი მონაცემები მუშავდება manuscripti.io-ს მიერ;
-
მონაცემთა დამუშავების მიზანი;
-
მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;
-
რა გზით შეგროვდა/მოპოვებულ იქნა მონაცემები;
-
ვისზე გაიცა მომხმარებლის შესახებ მონაცემები, მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
-
მონაცემთა შენახვის ვადის ან მისი განსაზღვრის კრიტერიუმის შესახებ;
-
ავტომატიზებული დამუშავების, მათ შორის, პროფაილინგის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების და იმ ლოგიკის შესახებ, რომელიც გამოიყენება ამგვარი გადაწყვეტილების მისაღებად, აგრეთვე მონაცემთა დამუშავებაზე მისი გავლენისა და დამუშავების მოსალოდნელი/სავარაუდო შედეგის თაობაზე;
-
მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
მომხმარებელს უფლება აქვს, ზემოაღნიშნული ინფორმაცია მიიღოს მისი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. ეს ვადა განსაკუთრებულ შემთხვევებში და სათანადო დასაბუთებით შეიძლება გახანგრძლივდეს დამატებითი 10 სამუშაო დღით, რის შესახებაც მომხმარებელს ეცნობება დაუყოვნებლივ.
-
manuscripti.io-ს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მისი მხრიდან მომხმარებლის ინფორმირება ხორციელდება ელექტრონული ფორმით;
-
მომხმარებლის მიერ მოთხოვნის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში manuscripti.io ვალდებულია გაასწოროს/განაახლოს/შეავსოს მომხმარებლის შესახებ მცდარი/არაზუსტი/არასრული მონაცემ(ებ)ი ან მომხმარებელს აცნობოს მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი და განუმარტოს მისი გასაჩივრების წესი.
-
მომხმარებელს უფლება აქვს manuscripti.io-ს მოსთხოვოს მის შესახებ მონაცემთა დამუშავების (მათ შორის, პროფაილინგი) შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება. მომხმარებლის მიერ მოთხოვნის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში manuscripti.io ვალდებულია შეწყვიტოს/წაშალოს ან გაანადგუროს მომხმარებლის შესახებ არსებული მონაცემები ან მომხმარებელს აცნობოს მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი და განუმარტოს მისი გასაჩივრების წესი.
-
იმ შემთხვევაში, თუ: მომხმარებელი სადავოდ ხდის მონაცემების ნამდვილობას ან სიზუსტეს; მონაცემთა დამუშავება უკანონოა, თუმცა მომხმარებელი ეწინააღმდეგება მათ წაშლას და ითხოვს მონაცემთა დაბლოკვას; მონაცემები საჭირო აღარ არის მათი დამუშავების მიზნის მისაღწევად, თუმცა მომხმარებელს ისინი სჭირდება საჩივრის/სარჩელის წარსადგენად; მომხმარებელი მოითხოვს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტას, წაშლას ან განადგურებას და მიმდინარეობს ამ მოთხოვნის განხილვა; არსებობს მონაცემების მტკიცებულებად გამოყენების მიზნით შენახვის აუცილებლობა; მომხმარებელს უფლება აქვს manuscripti.io-ს მოსთხოვოს მის შესახებ არსებულ მონაცემთა დაბლოკვა. მომხმარებელს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია მონაცემთა დაბლოკვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ან მონაცემთა დაბლოკვაზე უარის თქმის საფუძვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მოთხოვნიდან 3 (სამი) სამუშაო დღისა. გარდა მონაცემთა შენახვისა, ისინი manuscripti.io-ს მიერ შესაძლოა სხვაგვარად დამუშავდეს შემდეგ შემთხვევებში: მომხმარებლის თანხმობით; სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასასაბუთებლად; manuscripti.io-ს ან მესამე პირის ინტერესების დასაცავად; კანონის შესაბამისად, საჯარო ინტერესის დასაცავად.
-
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი განაცხადებს თანხმობას მის შესახებ მონაცემთა ერთი ან რამდენიმე კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე ან/და მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მომხმარებელთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან მომხმარებლის მოთხოვნით გარიგების დასადებად; ან/და მომხმარებელმა განაცხადა წერილობითი თანხმობა ერთი ან რამდენიმე კონკრეტული მიზნით განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავებაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში); იგი უფლებამოსილია manuscripti.io-სგან სტრუქტურიზებული, საზოგადოდ გამოყენებადი და მანქანურად წაკითხვადი ფორმატით მიიღოს მის მიერ მიწოდებული მონაცემები ან მოითხოვოს ამ მონაცემთა სხვა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის გადაცემა.
-
მომხმარებელს უფლება აქვს, არ დაექვემდებაროს manuscripti.io-ს მიერ მხოლოდ ავტომატიზებულად, მათ შორის, პროფაილინგის საფუძველზე, მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც მისთვის წარმოშობს სამართლებრივ ან სხვა სახის არსებითი მნიშვნელობის მქონე შედეგს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროფაილინგის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება: ეფუძნება მომხმარებლის აშკარად გამოხატულ თანხმობას; აუცილებელია მომხმარებლისა და manuscripti.io-ს შორის ხელშეკრულების დასადებად ან ხელშეკრულების შესასრულებლად; გათვალისწინებულია კანონით ან კანონის საფუძველზე დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
-
მომხმარებელს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს განაცხადოს უარი მის მიერ manuscripti.io-სათვის მიცემულ თანხმობაზე და მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებული მონაცემების წაშლა/განადგურება, mansuscripti.io-ს მხარდაჭერის გუნდისათვის ელექტრონული ფოსტის საშუალებით. ასეთ შემთხვევაში, manuscripti.io თავის მხრივ, 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში გააუქმებს მომხმარებლის პირად ანგარიშს და შეწყვეტს მონაცემთა დამუშავებას ან/და გაანადგურებს დამუშავებულ მონაცემებს, თუ მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძველი არ არსებობს. თანხმობის გამოხმობამდე მოხმარებელს უფლება აქვს, manuscripti.io-ს მოსთხოვოს და მიიღოს ინფორმაცია თანხმობის გამოხმობის შესაძლო შედეგების შესახებ.
მომხმარებელი უფლებამოსილია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ან სასამართლოს.
მომხმარებლის უფლებების შეზღუდვა
-
მომხმარებლის უფლებები შეიძლება შეიზღუდოს, თუ მათი რეალიზაცია საფრთხეს უქმნის:
-
სახელმწიფო უსაფრთხოების, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების ან/და თავდაცვის ინტერესებს;
-
საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებს;
-
დანაშაულის თავიდან აცილებას, დანაშაულის გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნას, მართლმსაჯულების განხორციელებას;
-
ქვეყნის მნიშვნელოვან ფინანსურ ან ეკონომიკურ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებთან დაკავშირებულ ინტერესებს;
-
თქვენი ან სხვათა უფლებებსა და თავისუფლებებს;
-
სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული და კანონით გათვალისწინებული სხვა სახის საიდუმლოებების დაცვას;
-
სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასაბუთებას.
-
უფლებების შეზღუდვის ზომას manuscripti.io იყენებს მხოლოდ შეზღუდვის მიზნის ადეკვატურად და პროპორციული მოცულობით.
არასრულწლოვანი პირი
-
manuscripti.io მოკლებულია შესაძლებლობას გადაამოწმოს მომხმარებლის მიერ მითითებული ინფორმაციის უტყუარობა და სისწორე, მათ შორის, მომხმარებლის ასაკი. თუ ცნობილი გახდება, რომ ინფორმაციის მომწოდებელი პირი არ არის სრულწლოვანი, manuscripti.io უფლებამოსილია არ გაითვალისწინოს არასრულწლოვანი პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. თუ თქვენთვის ცნობილი გახდა, რომ manuscripti.io-ზე რეგისტრირებული პირი არ არის სრულწლოვანი და არ აქვს კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა ვებგვერდით სარგებლობასთან დაკავშირებით, გთხოვთ გვაცნობოთ აღნიშნულის თაობაზე.
ვის ვუზიარებთ მომხმარებლის მონაცემებს
-
პერსონალური მონაცემების გაზიარება ხორციელდება პარტნიორი საკურიერო მომსახურების გამწევი კომპანიებისათვის, manuscripti.io-ს მფლობელ შპს „ამბავი მანუსკრიპტსა“ და შესაბამის საკურიერო კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე, რომლებიც უზრუნველყოფენ მომხმარებლისათვის შეძენილი პროდუქციის მიწოდებას მის მიერ მითითებულ მისამართზე. საკურიერო მომსახურების გამწევ პარტნიორ კომპანიებს მომხმარებლის შესახებ გადაეცემა შემდეგი სახის ინფორმაცია: შეკვეთის დეტალები, სახელი, გვარი, მისამართი და საკონტაქტო ნომერი. პარტნიორი საკურიერო კომპანიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ შეძენილი პროდუქციის მიწოდების მიზნით.
-
მომხმარებლის პერსონალური მონაცემების გაზიარება შესაძლებელია საჭირო გახდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დანაშაულის დადგენის, გამოძიების ან დანაშაულის აღკვეთის მიზნით.
-
მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე, პირდაპირი მარკეტინგის გზით, სარეკლამო მასალების მოწოდების, მომხმარებლისათვის საინტერესო მომსახურების, პროდუქციის, სერვისებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. manuscripti.io-ს, მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში, შეუძლია ისარგებლოს მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციით, კერძოდ, სახელით და ელ. ფოსტის მისამართით/ტელეფონის ნომრით.
-
manuscripti.io უფლებამოსილია პერსონალური ინფორმაცია გაუზიაროს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ნებისმიერ მესამე პირს.
პირდაპირი მარკეტინგის შესახებ თანხმობა/გამოხმობა
-
პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის მომხმარებელი გასცემს თანხმობას აქტიური ქმედებით.
-
მომხმარებელს ნებისმიერ დროს აქვს შესაძლებლობა manuscripti.io-სგან გამოიხმოს მის მიერ პირდაპირი მარკეტინგის შესახებ გაცემული თანხმობა. თავის მხრივ, manuscripti.io შეწყვეტს მომხმარებლისთვის პირდაპირი მარკეტინგის განხორციელებას გამოხმობის თაობაზე მოთხოვნის მიღებიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 7 (შვიდი) სამუშაო დღისა.
-
მომხმარებლის მიერ პირდაპირი მარკეტინგის შესახებ გაცემული თანხმობის გამოხმობა ხდება manuscripti.io-ს ვებგვერდზე პირად ანგარიშში შემდეგი გზით.
-
მომხმარებლის პირად ანგარიშში მითითებულია ღილაკი „switch on/off“ რომლის მეშვეობით მომხმარებელი შეძლებს განაცხადოს თანხმობა/უარი პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის ინფორმაციის დამუშავებაზე, სიახლეებისა და შეთავაზებების შესახებ SMS&Email შეტყობინებების მიღებაზე.
-
manuscripti.io ვალდებულია მომხმარებლის მიერ თანხმობის გაცემისა და თანხმობის გამოხმობის დრო და ფაქტი აღრიცხოს და შეინახოს პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების ვადით და პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების შეწყვეტიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში.
-
მომხმარებლის მიერ პირდაპირი მარკეტინგის შეწყვეტის თაობაზე მოთხოვნა არ ავალდებულებს manuscripti.io-ს შეწყვიტოს ინფორმაციის მიწოდება განახლებებისა და ცვლილებების შესახებ.
კონფიდენციალური მონაცემების შენახვის ვადა
-
manuscripti.io პასუხისმგებლობას იღებს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების საიდუმლოებასა და უსაფრთხოებაზე.
-
მომხმარებლის შესახებ კონფიდენციალურ ინფორმაციას manuscripti.io ინახავს/ამუშავებს კანონმდებლობით, წინამდებარე პოლიტიკითა და manuscripti.io-ს სამუშაო სპეციფიკით გათვალისწინებული მიზნის მიღწევისათვის საჭირო ვადით.
-
manuscripti.io წარმოადგენს ვებგვერდს, სადაც მომხმარებელი უფლებამოსილია რეგისტრაციის შემდეგ, კუთვნილი user-ით არაერთჯერადად ისარგებლოს და შეუკვეთოს სასურველი ნივთი, გამომდინარე აქედან, manuscripti.io-ს მიერ თავისი საქმიანობის განსახორციელებლად აუცილებელია user-ის მონაცემთა დამუშავება პარალელურ რეჟიმში. აღნიშნული მონაცემთა დამუშავების მიზნიდან გამომდინარე შეუძლებელია მონაცემთა შენახვის ვადის კონკრეტულად განსაზღვრა. შესაბამისად, manuscripti.io მონაცემებს ინახავს ვიდრე მომხარებელი არ გამოთქვამს სურვილს მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და მასთან გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ან/და არ დადგება კანონით გათვალისწინებული შემთხვევები.
უსაფრთხოება
-
manuscripti.io-სთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლის მიერ მიწოდებული კონფიდენციალური ხასიათის ინფორმაციის დაცვა. მომხმარებლის პირადი ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ მის მიერ შერჩეული მომხმარებლის სახელისა და პაროლის საშუალებით. manuscripti.io გთხოვთ, აღნიშნული ინფორმაცია არ გაანდოთ მესამე პირებს. წინააღმდეგ შემთხვევაში manuscripti.io იხსნის სრულ პასუხისმგებლობას.
-
manuscripti.io მიმართავს ყველა ზომას მომხმარებლის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვისთვის, თუმცა არ იღებს პასუხისმგებლობას და არ იძლევა გარანტიას მესამე პირების ქმედებებზე, რომლებიც ახორციელებენ კანონსაწინააღმდეგო შეღწევას manuscripti.io-ს სერვერებზე.
მესამე მხარე
-
manuscripti.io იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას სხვა ვებგვერდებთან მიმართებით, რომლებიც შესაძლებელია გარე ბმულის სახით განთავსებული იყოს manuscripti.io-ს ვებგვერდზე. სხვა ვებგვერდის კონფიდენციალურობის პოლიტიკა შესაძლოა განსხვავდებოდეს წინამდებარე პოლიტიკისგან. შესაბამისად, manuscripti.io მოგიწოდებთ გაეცნოთ გარე ბმულის სახით მითითებული ვებგვერდის გამოყენების პირობებსა და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის დოკუმენტის განახლება და დამატებითი ინფორმაცია
-
აღნიშნული პოლიტიკის დოკუმენტი ექვემდებარება საჭიროებისამებრ განახლებას.
-
მომხმარებელი ისარგებლებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის იმ პოლიტიკით, რომელი განახლების დროსაც დარეგისტრირდა ვებგვერდზე და დაეთანხმა პირობებს.
კავშირი ჩვენთან
-
დაგვიკავშირდით info@manuscripti.io-ზე, თუ გაქვთ კითხვები ან გსურთ მიიღოთ მეტი ინფორმაცია, თუ როგორ ვახდენთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას.