Shipping policy

პროდუქტის მიწოდების პირობები

განახლების თარიღი: 2025 წლის 14 აპრილი.

  • ვებგვერდიდან პროდუქციის შესაძენად აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციისას ყურადღება მიაქციეთ, რომ სრულად მოხდეს ყველა საჭირო მონაცემის დაფიქსირება, მათ შორის, საკონტაქტო ინფორმაციის ველში მითითებული უნდა იყოს ის მისამართი, რომელზეც უნდა მოხდეს შეძენილი პროდუქციის ჩაბარება.
  • სასურველი ნივთი/ნივთები დაამატეთ კალათში. შეგიძლიათ კალათში დაამატოთ არა ერთი, არამედ რამოდენიმე ნივთი და ერთდროულად შეუკვეთოთ. 
  • აირჩიეთ მიწოდების მისამართი, ან დაამატეთ ახალი მისამართი, შეიყვანეთ ბარათის შესახებ ინფორმაცია და დააჭირეთ ღილაკს - გადახდა.
  • პროდუქციის ღირებულების გადახდა შეგიძლიათ მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით შეკვეთის განთავსებისთანავე.
  • თბილისის მასშტაბით შეკვეთის მიწოდება მოხდება თანხის ჩარიცხვიდან არაუმეტეს 2 სამუშაო დღისა, ხოლო თბილისს გარეთ თანხის ჩარიცხვიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა, რელიეფის სირთულისა და სხვა პირობების გათვალისწინებით.
  • საკურიერო მომსახურება თბილისის მასშტაბით 32 ლარზე მეტ თანხიან შენაძენზე უფასოა, ასევე უფასოა საქართველოს მასშტაბით 72 ლარზე მეტ თანხიან შენაძენზე
  • სხვა ყველა შემთხვევაში ტარიფის დაანგარიშება მოხდება ინვოისის და მისამართის დადასტურების შემდგომ.