დაბრუნების პოლიტიკა
პროდუქტის და თანხის დაბრუნების პოლიტიკა
განახლების თარიღი: 2025 წლის 14 აპრილი.
დაბრუნების უფლება და ვადები:
- თქვენ უფლება გაქვთ ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე შენაძენზე უარი განაცხადოთ და პროდუქტი დააბრუნოთ მიღებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში.
- ამ უფლების გამოყენების შემთხვევაში პროდუქტი არ უნდა იყოს გახსნილი, ყუთის მთლიანობა არ უნდა იყოს დარღვეული, პროდუქტი უნდა დაბრუნდეს მისი ეტიკეტითა და შეფუთვით.
- თქვენ გადაიხდით გაწეული ტრანსპორტირების ხარჯებს.
- არ გაქვთ პროდუქტის დაბრუნების უფლება, თუ ნივთი სპეციალურად თქვენთვისაა დამზადებული, მაგალითად აქვს გრავირება ან ბრენდირება.
წუნის აღმოჩენა:
- წუნდებული პროდუქტი გულისხმობს ნივთის ვიზუალურ ან საექსპლუატაციო ხარვეზს, რომელიც პროდუქტს მიღებისთანავე გააჩნდა. მაგალითად, არასათანადოთ შეკერილი ბლოკნოტი, არასაკმარისად დაწებებული ყდა, ან დაზიანებული ფურცლები.
- წუნდებულად არ ჩაითვლება ნატურალური ტყავის ყდის განსხვავებული ფერი, ტექსტურა, ან სხვა ბუნებრივი კვალი, რადგან საქონლის ტყავი ინდივიდუალურად მუშავდება, და შესაბამისად თითოეული ნაჭერი იძენს განსხვავებულ ელფერს და ტექსტურას.
- წუნის აღმოჩენის შემთხვევაში, უფლება გაქვთ მოითხოვოთ ნივთის შეცვლა იდენტური პროდუქტით, ან თანხის დაბრუნება წუნდებული ნივთის დაბრუნების სანაცვლოდ.
- პროდუქტის გამოცვლას სრულად უზრუნველყოფს კომპანია „მანუსკრიპტი“ 14 კალენდარული დღის განმავლობაში.
გარანტია:
- საგარანტიო ვადა შეადგენს 12 თვეს.
- გარანტია ვრცელდება საქართველოს მასშტაბით.
- საგარანტიო ხარვეზი გულისხმობს ნორმალური მოხმარების მიუხედავად (ბუნებრივი ცვეთის გათვალისწინებით) საგარანტიო ვადაში გამოვლენილ ხარვეზს. მაგალითად „წიგნაკის“ ან „რვეულის“ დაშლა ნაწილებად.
- გარანტია არ ვრცელდება პროდუქტის ფიზიკური დაზიანების, და/ან მისი არასწორი მოხმარების შემთხვევაში.
- საგარანტიო ვადაში გამოვლენილი ხარვეზის შემთხვევაში კომპანია უზრუნველყოფს ნივთის გამოცვლას 14 კალენდარული დღის განმავლობაში.
- თქვენ უფლება გაქვთ უარი განაცხადოთ შენაძენზე და მოითხოვოთ თანხის დაბრუნება პროდუქტის დაბრუნების სანაცვლოდ.
- უფლება არ გაქვთ უარი თქვათ შენაძენზე, თუ პროდუქტის ნაკლი უმნიშვნელოა.
თანხის დაბრუნების წესები:
- პროდუქტის ან თანხის დაბრუნების მოთხოვნით გთხოვთ მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტით მისამართზე info@manuscripti.io.
- თანხა დაგიბრუნდებათ მოთხოვნიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, გადახდის იგივე მეთოდით, რითიც შესრულდა გადახდა.
- თანხის დაბრუნების მოთხოვნისას უნდა წარმოადგინოთ პროდუქტის უნიკალური კოდი, შეკვეთის ნომერი, თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, სალაროს საკონტროლო აპარატის ჩეკი და/ან სასაქონლო ზედნადები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).