მანუსკრიპტი პირველი ქართული პრემიუმ კლასის ბლოკნოტების მწარმოებელი კომპანიაა. ჩვენ გვაერთიანებს რეალურ ფურცელზე, უმაღლესი ხარისხის საწერი და სახატავი ინსტრუმენტებით წერისა და ხატვის სიყვარული. სწორედ ამიტომ, მანუსკრიპტის თითოეული პროდუქტი შეიქმნა დამფუძნებლებისა და თანამშრომლების მრავალწიან გამოცდილებასა და ხანგრძლივი ტესტირების პროცესზე დაყრდნობით. თითოეული ჩვენი პროდუქტი უნიკალურია და შექმნილია მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოყენებისთვის.
რატომ მანუსპრიპტი?
პასუხი მარტივია - თითოეული მათგანი ხანგრძლივი მუშაობისა და ტესტირების შედეგად შეიქმნა. თითოეული დეტალი მრავალსაუკუნოვანი ტრადიციული მეთოდების გამოყენებით, ხელით მზადდება და ასახავს განსხვავებული პროფესიისა და საჭიროების მქონე ადამიანების გამოცდილებას. თითოეული ჩვენი პროდუქტი კომპლექსური თანამშრომლობის შედეგია.
მანუსკრიპტის ბლოკნოტები შექმნილია იმისთვის, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოიყენოთ. ამავდროულად ამ პროცესში ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეკოლოგიაზე ზრუნვა. ყდების დასამზადებლად ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ საკვები ინდუსტრიის მიერ ნარჩენის სახით დატოვებულ საქონლის ტყავს, რომელიც უნიკალური ქართული მეთოდით, ცვილით მუშავდება. მისი ფერი და ფაქტურა უნიკალურია და მსოფლიოში ვერსად შეხვდებით. ამიტომ იწვევს ტყავის იტალიელ, თურქ თუ იაპონელ ოსტატებში გაოცებას და აღტაცებას და ვერც ერთ სხვა პრემიუმ კლასის ბლოკნოტების მწარმოებელთან მას ვერ შეხვდებით. ის მდგრადია მრავალწლიანი გამოყენებისას და წლების გასვლასთან ერთად უფრო და უფრო ბრწყინვალე ხდება.
მანუსკრიპტის სისტემა
ჩვენი ჩასაშენებელი სისტემა საშუალებას გაძლევთ ერთხელ იყიდოთ კომპლექტი და ფურცლების ამოწურვის შემდეგ მხოლოდ შიგთავსები შეცვალოთ. სამაგრი რეზინების წყალობით, შიგთავსს მარტივად შეცვლით და ტყავი მთელი ცხოვრების განმავლობაში თქვენი ერთგული თანამგზავრი იქნება. გარდა ამისა, ჩაშენების მოქნილი სისტემა საშუალებას გაძლევთ თქვენი ბლოკნოტი ზუსტად ისეთი სტრუქტურით, იმ რაოდენობის რვეულებით, წიგნაკებით და ჩანართებით შეავსოთ, როგორც საჭიროდ ჩათვლით. მანუსკრიპტის ბლოკნოტი ერთდროულად შეიძლება იყოს საფულე, ორგანაიზერი, დღიური, ჩანაწერების გასაკეთებელი რვეული, მკვლევარის და მოგზაურის სანდო თანამგზავრი, აქსესუარი, რომელიც თქვენ სტილს და ფილოსოფიას გამოხატავს ან ეს ყველაფერი ერთად. მხოლოდ თქვენ ირჩევთ როგორი იქნება და რა ფუნქციას შეასრულებს ის.
უნიკალური ქაღალდი
რვეულებისა და წიგნაკებისთვის ჩვენ ავირჩიეთ ლეგენდარული Tomoe River-ის 52 გრამიანი ფურცელი. ის მსოფლიოში მხოლოდ ერთ იაპონურ ქარხანაში იწარმოება. შეიქმნა 1914 წელს და არის მსოფლიოში ყველაზე თხელი, სპეციალურად კალმით წერისთვის შექმნილი ფურცელი, რომელიც უძლებს ნებისმიერი ტიპის კალამს იქნება ეს ჭავლური, ბურთულინი, გელის თუ კალიგრაფიის. მისი აბრეშუმივით რბილი და გლუვი ზედაპირი წერისას განუმეორებელ შეგრძნებას აღძრავს, იდეალურად გადმოსცემს მელნის ფერს და საშუალებას გვაძლევს ჩვენ რვეულებსა და წიგნაკებში გამოვიყენოთ მეტი ფურცელი და ის ამავდროულად არის უფრო თხელი და მსუბუქი, ვიდრე იგივე რაოდენობის ფურცლის მქონე ნებისმიერი სხვა წიგნაკი ან რვეული.
წიგნაკები
ჩვენი წიგნაკები ხელით, წიგნის ტრაციული ღია კერვის მეთოდით იკინძება. შესაბამისად, თითოეული ეგზემპლარი უნიკალური და ცოცხალია. იშლება 180 გრადუსით და ყოველგვარი სამაგრებისა და ძალისხმევის გარეშე ჩერდება ამ მდგომარეობაში. კერვისას გამოყენებული ცვილით დამუშავებული ძაფი და ჩვენი მკინძავების ოსტატობა, გარანტიას გაძლევთ, რომ თქვენი ერთგული თანამგზავრი არასოდეს დაიშლება.
ყდა, რომელიც უძლებს დროს
წიგნაკებისა და რვეულების ყდებად, ჩვენ ვიყენებთ, უმაღლესი ხარისხის გერმანულ, მჟავაგაცლილ 330 გრამიან ქაღალდს, რაც ძველი წიგნებისა და ხელნაწერების რესტავრაციაში გამოიყენება. იგი უზრუნველყოფს ასწლეულების განმავლობაში ფურცლების დაცვას ისე, რომ არ გაყვითლდეს, ქაღალდის დამუშავებისას გამოყენებულმა ნივთიერებებმა არ გაახუნოს და გააფერმკრთალოს ნაწერი. ჩვენ წიგნაკებსა და რვეულებში შეგიძლიათ დაწეროთ და შეინახოთ ნებისმიერი რამ და თქვენ გექნებათ გარანტია, რომ ის პირდაპირი მნიშვნელობით გაუძლებს დროს.
ჩვენი ხედვა
და ბოლოს, ჩვენთვის ბლოკნოტი არ არის უბრალოდ ნივთი, რომელიც მხოლოდ პირდაპირი მნიშვნელობით რაღაცის დასაჩხაპნად გამოიყენება. ბლოკნოტმა შეიძლება მოგცეს ინსპირაცია, გამოხატავდეს შენ სტილს, ფილოსოფიას და იყოს შენთვის ცნობიერი ცხოვრების ინსტრუმენტი. ის იდეალური საჩუქარია, რომელიც ერთდროულად ძვირფასი და ფუნქციურია და მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოყენებადი მისი მფლობელისთვის.
ხარისხის კონტროლი
მანუსკრიპტის ყველა პროდუქტი გადის ხარისხის კონტროლს და ენიჭება სპეციალური კოდი. ეს საშუალებას გვაძლევს არა მხოლოდ დარწმუნებული ვიყოთ საკუთარი პროდუქტების უნაკლობაში, არამედ ნებისმიერი ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, ჩვენი მხარდაჭერის ჯგუფი მზად არის იდენტიფიცირება გაუკეთოს პროდუქტს, შეცვალოს წუნდებული ახლით და მყისიერი დახმარება გაგიწიოთ მისი გამოყენებისას წამოჭრილი ნებისმიერი პრობლემის აღმოფხვრაში.
რას ვქმნით რეალურად?
ჩვენ ვქმნით და ვაზიარებთ გამოცდილებას, რომელიც ეხმარება ადამიანებს გახდნენ უფრო პროდუქტიულები, მიიღონ შთაგონება, გამოხატონ საკუთარი თავი მრავალფეროვნად და იცხოვრონ ცნობიერად, ჩაიწერონ წარსული, შექმნან დღევანდელი დღე და დაგეგმონ მომავალი. ჩვენ გავაერთიანეთ წიგნის კინძვისა და ტყავის დამუშვების ტრადიციული და ხელნაწერების შენახვის ყველაზე თანამედროვე მეთოდები, რათა შეგვექმნა პრემიუმ ხარისხის, ფუნქციურად სრულყოფილი და ვიზუალურად მინიმალისტური, მაგრამ ამავდროულად შთამაგონებელი პროდუქტები, რომელიც მიმართულია უკეთესი მომავლის შექმნისკენ.