მანუსკრიპტი პრემიუმ კლასის ბლოკნოტების მწარმოებელი პირველი ქართული ბრენდია. მანუსკრიპტის თითოეული პროდუქტი შეიქმნა დამფუძნებლებისა და თანამშრომლების მრავალწლიან გამოცდილებასა და ხანგრძლივი ტესტირების პროცესზე დაყრდნობით. თითოეული პროდუქტი უნიკალურია და შექმნილია მთელი ცხოვრების განმავლობაში ყოველდღიური გამოყენებისთვის, სამოგზაუროდ, საქმიანი ჩანაწერების, ვრცელი ტექსტების საწერად თუ ნებისმიერი დანიშნულებით, რომელიც შეიძლება ბლოკნოტს ჰქონდეს. ჩვენი მისია ხელით წერის პოპულარიზაციაა, რადგან გვჯერა და არაერთი კვლევითაც დასტურდება, რომ ფურცელზე წერა აუმჯობესებს მეხსიერებას და შემოქმედებით უნარებს, გვეხმარება სტრესის შემცირებაში და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მენტალურ ჯანმრთელობას.

არა უბრალოდ ბლოკნოტი, არამედ მრავალჯერადი გამოყენების, მულტიფუნქციური სისტემა

ჩვენი სისტემა საშუალებას გაძლევთ თქვენი ბლოკნოტი ზუსტად ისეთი სტრუქტურით, იმ რაოდენობის რვეულებით, წიგნაკებით და ჩანართებით შეავსოთ, როგორც საჭიროდ ჩათვლით. შეგიძლიათ ტყავის ყდაში სამაგრი რეზინების წყალობით მხოლოდ შიგთავსები შეცვალოთ, ტყავი კი მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოიყენოთ. რვეულები და წიგნაკები სამი ტიპის დიზაინით შეგიძლიათ აირჩიოთ: სუფთა, ხაზებით ან წერტილებით. ხაზებს შორის დაშორება ოპტიმალურია ნებისმიერი სტილით წერისთვის, წერტილებს შორის არსებული ნახევარსანტიმეტრიანი ინტერვალი კი გრაფიკული ჩანახატაბისა და ნახაზების გაკეთებას გაგიმარტივებთ. მანუსკრიპტის ბლოკნოტი ერთდროულად შეიძლება იყოს საფულე, ორგანაიზერი, დღიური, ჩანაწერების გასაკეთებელი რვეული, მკვლევარის და მოგზაურის სანდო თანამგზავრი, აქსესუარი, რომელიც თქვენ სტილს და ფილოსოფიას გამოხატავს ან ეს ყველაფერი ერთად. მხოლოდ თქვენ ირჩევთ როგორი იქნება და რა ფუნქციას შეასრულებს ის.

სრულყოფილებასთან ყველაზე ახლოს

მანუსკრიპტის ბლოკნოტი გარდა იმისა, რომ უმაღლესი ხარისხის პროდუქტია, ის ცხოვრების წესს, წერის კულტურას და სამყაროსადმი თქვენს დამოკიდებულებას გამოხატავს. მანუსკრიპტი ქართული ბრენდია და ამავდროულად მისი ყველა კომპონენტი ისეა შერჩეული და დაბალანსებული, რომ მსოფლიოს სხვა ნებისმიერი პრემიუმ კლასის ბლოკნოტთან შედარებისას, ნახავთ, რომ მანუსკრიპტის ბლოკნოტს მისი ყველა მახასიათებელი აქვს, და ამავდროულად მინიმუმ ერთი კომპონენტით მაინც ჯობს კიდეც მათ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სრულყოფილებასთან ყველაზე ახლოს ვართ. 

სპეციალური შეთავაზება კორპორაციული პარტნიორებისთვის:

რეგულარული კოლექცია

ჩვენი რეგულარული კოლექცია, რომელიც განსაკუთრებული, გამორჩეული და განსხვავებული პროდუქტია, წარმოაჩენს თქვენ სტილს, სამყაროსადმი დამოკიდებულებას და ხაზს უსვამს თქვენი წერის კულტურას. რეგულარული კოლექციის არჩევის შემთხვევაში, კორპორაციული პარტნიორებისთვის სპეციალური ფასით ისარგებლებთ, რაც სტანდარტულთან შედარებით 20%-ით შეამცირებს კომპლექტების ღირებულებას. 

საჯიბე კომპლექტის სპეციალური ფასი 116,8 ₾

საჩანთე კომპლექტის სპეციალური ფასი 206,4 ₾

კომპლექტი მოიცავს: 

  • მანუსკრიპტის მრავალჯერადი გამოყენების ტყავის ყდას;
  • ერთ რვეულს;
  • ერთ წიგნაკს;
  • წიგნაკის ყუაზე შემოსაკრავ სპეციალურ წებვად ლენტს;
  • დასაარქივებელ ყუთს.

ლიმიტირებული გამოცემა

ჩვენ, როგორც ყველა ჩვენი პროდუქტის განვითარებაზე, კორპორაციულ თანამშრომლობაზეც საგანგებოდ ვიფიქრეთ. ჩვენ ამ თანამშრომლობას ვუყურებთ პარტნიორულად. ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვექმნა ისეთი შესაძლებლობები, რომლებიც ბლოკნოტს აქცევს მედიუმად, რომლითაც ბრენდს საკუთარი ფასეულობების გამოხატვა შეუძლია. 

ამისთვის, გთავაზობთ თქვენი ბრენდის ლიმიტირებული სპეციალური გამოცემის შექმნას. გარდა იმისა, რომ თქვენ ლოგოს მანუსკრიპტის ტყავის მრავალჯერად ყდაზე დავიტანთ, ამავდროულად ავიღებთ თქვენ ბრენდბუქს, თქვენი სლოგანის, კომპანიის ისტორიის და ფასეულობების გათვალისწინებით, შევქმნით სპეციალური დიზაინის შიდა ფურცლებს, რომლებიც მისი გამოყენებისას თქვენ თანამშრომლებსა და პარტნიორებს ბრენდის უნიკალურ ღირებულებასა და მის განვლილ გზაზე მოუყვება. ეს იქნება თქვენი პერსონალური ლიმიტირებული გამოცემა, რომელიც ხაზს გაუსვამს თქვენ სტილს, წერის კულტურას და ბრენდს შესაბამისი ხარისხით წარმოაჩენს. 

საჯიბე კომპლექტის ღირებულება: 196 ₾

საჩანთე კომპლექტის ღირებულება: 338 ₾

კომპლექტი მოიცავს: 

  • მანუსკრიპტის ტყავის მრავალჯერადი გამოყენების ყდას ბრენდის ლოგოთი;
  • ერთ ლიმიტირებული გამოცემის რვეულს;
  • ერთ ლიმიტირებული გამოცემის წიგნაკს;
  • წიგნაკის ყუაზე შემოსაკრავ სპეციალურ წებვად ლენტს;
  • დასაარქივებელ ყუთს.

ცხოვრების ნავიგატორი

„ცხოვრების ნავიგატორი“ ჩვენი ახალი და განსაკუთრებული პროდუქტია. მისი უნიკალურობა იმაშია, რომ განსხვავებით ყოველდღიური დასაგეგმი ბლოკნოტებისაგან, ის იდეალურად ერგება ნებისმიერი ადამიანის ცხოვრების წესსა თუ გამოწვევებს, აქვს თერაპიული ფუნქცია, საშუალებას გაძლევს არა უბრალოდ ეფექტურად დაგეგმო სამუშაო თუ პირადი დრო, არამედ დაინახო შენი ცხოვრების სრული კონტექსტი და მუდმივად გრძნობდე რატომ აკეთებ იმას, რასაც აკეთებ.

„ცხოვრების ნავიგატორი“-ს წერტილებიანი რვეული გეხმარება წელი შენი რეალური ცხოვრებისეული თუ სამუშაო ციკლების მიხედვით დაყო და შენზე მორგებული კალენდრები შექმნა. საკუთარი კალენდრების შექმნა და დროის რეალურ გამოწვევებზე დაყრდნობით დალაგება, საკუთარი ცხოვრების უკეთ მართვაში და რეალობის სტრუქტურულ გაგებაში გეხმარება. წერტილებიანი წიგნაკი კი ყოველდღიური დაგეგმვისა და რეფლექსიისთვის გამოიყენება, სადაც სპეციალურად შემუშავებული სისტემით ერთ გვერდზე შეგიძლია დაასტრუქტურო შენი დღე ისე, რომ სრულად ხედავდე შენი დღის რუტინას, იქნება ეს სამსახური, პირადი ცხოვრება, ბავშვებთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები, პირადი განვითარების გეგმები თუ სხვა ნებისმიერი რამ. ეს გეხმარება აღწერო წარსული, მართო აწმყო, შექმნა მომვალი და არასოდეს დაგავიწყდეს მთავარი - რატომ აკეთებ იმას, რასაც აკეთებ. 

„ცხოვრების ნავიგატორის“ ყოველდღიური გამოყენების გასამარტივებლად, შევქმენით სპეციალური სტიკერები, რომლებიც ამარტივებს კალენდრების შექმნასა და „ცხოვრების ნავიგატორის“ პირად გამოწვევებზე მორგებას. გარდა ამისა, შევქმენით მოკლე სახელმძღვანელო და სპეციალური ვორქშოფი, რომელსაც ჩვენი დამფუძნებელი ტორესა მოსი ჩაატარებს თქვენი თანამშრომლებისთვის, რაც დაეხმარებათ „ცხოვრების ნავიგატორის“ სრულყოფილ გამოყენებაში.

საჯიბე კომპლექტის ღირებულება: 146 ₾

საჩანთე კომპლექტის ღირებულება: 258 ₾

კომპლექტი მოიცავს: 

  • მანუსკრიპტის მრავალჯერადი გამოყენების ტყავის ყდას; 
  • ერთ რვეულს წერტილებიანი ფურცლებით, ერთ წიგნაკს წერტილებიანი ფურცლებით; 
  • წიგნაკის ყუაზე შემოსაკრავ წებვად ლენტს; 
  • ცხოვრების ნავიგატორისთვის შექმნილ სტიკერებს; 
  • შევსების სახელმძღვანელოს; 
  • დასაარქივებელ ყუთს; 
  • ვორქშოფზე დასასწრებ ბილეთს.